ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 23 -27 ივნისს ატარებს ვიზუალური ხელოვნების სასწავლო ვორკშოპს სტუდენტებისთვის, რომელშიც მონაწილეობს ათენის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულკტეტის დეკანი, პროფესორი ხარლამპოს (ჰარის) პრესასი.
პროფესორი ჰარის პრესასი ლექციას წაიკითხავს 24 ივნისს, 12.30 სთ-ზე თსუ-ს პირველი კორპუსის 301-ე აუდიტორიაში.
26 ივნისს, 15 სთ-ზე თსუ-ს სამხატვრო სტუდიაში (პირველი კორპუსი) გაიმართება სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა.